პოლიციელის და მისი ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე პროკურატურამ 3 პირს ბრალდება წარუდგინა. 16 ივლისს, კასპი-მეტეხის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დაზიანებული მანქანის მძღოლი მეგობრებთან ერთად პოლიციელს მცირეწლოვანი შვილის და მეუღლის თანდასწრებით ფიზიკურად გაუსწორდა. სამმა პირმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელის მეუღლეს და ოჯახის წევრებსაც. დანაშაულები 9-დან 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს