"ლიბერთი ბანკი" 400 000 პენსიონერს ძარცვავს" - ამ სლოგანით „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა და მხარდამჭერებმა ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისთან აქცია გამართეს. მათ ხელისუფლებას პენსიის გაზრდის, საპენსიო ასაკის დაწევისა და საპენსიო სესხების განულების მოთხოვნით მიმართეს. აქციის მონაწილეების თქმით, ადამიანებს, რომლებმაც მთელი ცხოვრება იშრომეს, ღირსეული პენსია უნდა ჰქონდეთ.