ჩაქვში სასტუმრო ოაზისის აუზში 5 წლის ბიჭის დახრჩობის ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. როგორც სასტუმროს იურისტი კახაბერ წერეთელი აცხადებს, მომხდარის გამო ჩაქვის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვა მიმდინარეობს. მისივე თქმით, სასტუმროს ტერიტორიაზე არსებულ აუზებთან დაკავშირებით ყველა რეგულაცია დაცულია. მისივე თქმით, ტერიტორიაზე სამედიცინო პუქნტი არსებობს და შემთხვევიდან რამდენიმე წამში სპეციალისტები დახმარების აღმოსაჩენად ადგილზე იმყოფებოდნენ.