ზესტაფონში მდინარე ძუსაში ბიჭის ცხედარი იპოვეს. სავარაუდოდ, ის ორი დღის წინ გაუჩინარებული 18 წლის ბიჭია. ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდება. თორნიკე მესხი მდინარეში 17 ივლისს ჩავარდა. მას მაშველები და მყვინთავები სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ.