UFC-ის ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე 29 ივლისს, სოლტ ლეიკ სიტიში (აშშ) დაგეგმილ ტურნირში, UFC 291-ში იჩხუბებს, მისი მოწინააღმდეგე კი რუსი იკრამ ალიკსეროვი იქნება. ინფორმაცია თავდაპირველად სპორტულმა ვებ-გვერდმა Spinning Backfist-მა გაავრცელა.
ალისკეროვს ტურნირ UFC 291-ში პაულო კოსტასთან უნდა ეჩხუბა, თუმცა უცნობი მიზეზის გამო, ბრაზილიელი ბრძოლას ჩაეხსნა. არის მოლოდინი, რომ ეს უკანასკნელი 21 ოქტომბერს, აბუ დაბიში, ტურნირ UFC 294-ში გამოვა, სადაც ხამზატ ჩიმაევს დაუპირისპირდება.
რაც შეეხება დოლიძე-ალიკსეროვის შეხვედრას, UFC ბრძოლის ორგანიზებაზე აქტიურად მუშაობს და მის შესახებ ოფიციალურად სავარაუდოდ ახლო მომავალში გამოაცხადებს.
რომან დოლიძემ MMA-ში 14 ბრძოლა ჩაატარა და 12 მოიგო, UFC-ში კი, რომელთანაც კონტრაქტი 2019 წლიდან აქვს, 8-იდან 6 შეხვედრაში გაიმარჯვა. 35 წლის ქართველმა მებრძოლმა ბოლოს 18 მარტს იჩხუბა და მსაჯების საკამათო გადაწყვეტილებით, მარვინ ვეტორისთან (19-6) დამარცხდა.რაც შეეხება 30 წლის იკრამ ალისკეროვს, ის სამბოში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონია, ММА-ში კი 15 ორთაბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 14 მოიგო. დაღესტნელმა UFC-ში სულ ერთხელ იჩხუბა - მაისში ამერიკელ ფილ ჰოუს ნოკაუტით სძლია.