ხვიჩა კვარაცხელიასთვის 2023/24 წლების სეზონი, შეიძლება ითქვას, რომ დაიწყო. 22 წლის ქართველი ვარსკვლავი შვებულებიდან დიმაროში გუნდს უკვე შეუერთდა.
ხვიჩამ დანარჩენ თანაგუნდელებთან ერთად, რომლებიც გუნდს დღეს დაუბრუნდნენ სამედიცინო შემოწმება გაიარა. ისინი დღეს უკვე საწვრთნელ პროცესში ჩაერთვებიან და გუნდთან ერთად ივარჯიშებენ.
დიმაროს ბაზაზე კვარას, ოსიმენსა და მათ თანაგუნდელებს ტიფოზები ოვაციებით დახვდნენ, რაც ბუნებრივია - რადგან ხვიჩასგან ისევ დიდი მოლოდინია. ნაპოლი პირველ ამხანაგურ მატჩს 20 ივლისს, ანაუნესთან ჩაატარებს, მაგრამ ქართველი ალბათ, არ ითამაშებს, რადგან ვარჯიშს როგორც ვთქვით, ხვალიდან იწყებს. სამაგიეროდ, 24 ივლისს, სპალ-ის წინააღმდეგ მისი მოედანზე გამოჩენა მოსალოდნელია.
შეგახსენებთ, რომ ნაპოლი შეკრებას ორ ნაწილად გაივლის, სადაც რამდენიმე ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს, ხოლო სერია A-ს პირველ ტურში 19 აგვისტოს სტუმრად ფროზინონეს დაუპირისპირდება, რომლის რიგებში გიორგი კვერნაძე თამაშობს.