საჰაერო განგაში უკრაინაში - რუსეთმა შეტევა ფრთოსანი რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანა. ქალაქი ოდესა ბოლო ორ დღეში მეორედ დაიბომბა. წინასწარი მონაცემებით, დაზიანებულია სახლები და სავაჭრო ობიექტები. გასულ ღამით და გამთენიისას დრონებით შეტევა იყო კიევსა და კიევის ოლქზე. საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყველა დრონი გაანადგურეს. თავდასხმას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.