ბელგიის სამეფოში საქართველოს ელჩის, ვახტანგ მახარობლიშვილის განმარტებით, ბელგიის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოღება შესაძლოა გარკვეულ ტექნიკურ ან სტატისტიკურ მონაცემებს უკავშირდებოდეს. მისივე თქმით, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, აქტიური კომუნიკაცია ბელგიის სხვადასხვა უწყებასთან მიმდინარეობს.