უკრაინის კონტრშეტევა შორს არის მარცხისგან, მიუხედავად იმისა, რომ ის მოსალოდნელზე ნელა მიმდინარეობს, -ამის შესახებ აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა.
”ეს დაიწყო დაახლოებით ხუთი-ექვსი კვირის წინ, არსებობდა პროგნოზი გარკვეული წინსვლის შესახებ და ეს შენელდა. რატომ? იმიტომ, რომ არსებობს განსხვავება ქაღალდზე ომსა და რეალურ ომს შორის. ეს არიან რეალური ადამიანები რეალურ მანქანებში, რომლებიც იქ ნამდვილად ასუფთავებენ ნამდვილ ნაღმებს და ისინი ნამდვილად კვდებიან“, - აღნიშნა გენერალმა.
მისი თქმით, უკრაინას აქვს მნიშვნელოვანი საბრძოლო ძალა, რომელიც ჯერ არ არის ჩართული კონტრშეტევაში.
„არ ვიტყვი, რა მოხდება მომავალში, რადგან ეს იქნება უკრაინის გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ სად და როდის გამოიყენებენ რეზერვს. ახლა ისინი ინარჩუნებენ თავიანთ საბრძოლო ძალას და ნელა, მიზანმიმართულად, სტაბილურად მუშაობენ ყველა ამ დანაღმულ ველზე”, – განაცხადა მარკ მილიმ.