საქართველოს მესამე პრეზიდენტი საზოგადოებას მოუწოდებს, არ შეუწყონ ხელი "პოლონელი ექიმების სკანდალის" შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ტირაჟირებას. ექსპრეზიდენტის განმარტებით, სკანდალურია მისი უსამართლო პატიმრობა და არა ევროკავშირის ქვეყნების ინიციატივით შექმნილი მაღალი კვალიფიკაციის ექიმების ჯგუფის ჩამოსვლა. სააკაშვილის თქმით, დროა ბოლო მოეღოს “კაგებეშნიკური” მეთოდებით ქვეყნის ნგრევას.
"მოგიწოდებთ, ნუ ახდენთ "პოლონელი ექიმების სკანდალის" შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ტირაჟირებას. სკანდალურია არა ევროკავშირის ქვეყნების ინიციატივით შექმნილი მაღალი კვალიფიკაციისექიმების ჯგუფის ჩამოსვლა, ოთხთვენახევრიანი მოლოდინის და ხელოვნური დაბრკოლებების გადალახვის შემდეგ, არამედ ჩემი სრულიად უსამართლო პატიმრობა.სკანდალია ჩემი წამების და იზოლაციაში ჰყოფნის ყოველი დღე. სკანდალია ოლიგარქის მონების ყოველი განცხადება და მათი თავდასხმა დასავლეთის მაღალი თანამდებობის პირებზე და მათ წარმომადგენლებზე.სკანდალია მთელი პროგრესული სამყაროსგან დაგმობილი და გარიყული რუსეთის სხვადასხვა გზით მხარდაჭერა და გმირულად მებრძოლი უკრაინისგან განდგომა.დროა ბოლო მოეღოს “კაგებეშნიკური” მეთოდებით ქვეყნის ნგრევას!" - წერს მიხეილ სააკაშვილი