ჩრდილოკორეელმა მესაზღვრეებმა დემილიტარიზებული ზონის მახლობლად აშშ-ის მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ავრცელებს. მათი ცნობით, უსაფრთხოების გაერთიანებულ ზონაში ექსკურსიის დროს აშშ-ის მოქალაქემ უნებართვოდ გადაკვეთა სადემარკაციო ხაზი და სამხრეთ კორეიდან ჩრდილოეთ კორეაში გადავიდა. BBC-ის ინფორმაციით დაკავებული მამაკაცი ამერიკელი ჯარისკაცია. მისი მოტივები ჯერჯერობით უცნობია.