ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს აბდულა არიპოვს აჭარაში უმასპინძლა. საქართველოს და უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები კიდევ ერთხელ განიხილეს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს. უზბეკეთის დელეგაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმაც უმასპინძლა. მან მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლებს საქართველოს პორტები, საზღვაო ინფრასტრუქტურა და ამ სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.