გერმანია მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას, გაწევრიანდეს ევროკავშირში, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა საქართველოში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილების მხარდამჭერ ღონისძიებაზე განაცხდა. მისივე თქმით, საქართველოს მხარდამჭერი მტკიცე განცხადებები ვილნიუსის სამიტზეც გაკეთდა. ელჩი 12 პრიორიტეტის შესრულების საკითხსაც შეეხო და განმარტა, რომ ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების ნაწილი შესრულებულია, ზოგიერთ რეკომენდაციასთან მიმართებით კი მეტი წინსვლაა საჭირო.