უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან 9 300-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში როზმარი დიკარლომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
„გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მონაცემებით, დაიღუპა 9 287 და დაშავდა 16 384 მშვიდობიანი მოქალაქე, მათი უმეტესობა რუსული ძალების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად“, - განაცხადა დიკარლომ.
მისი თქმით, დაღუპულებს შორის 537 ბავშვია, დაშავებულებს შორის კი - 1 117.
დიკარლოს განცხადებით, აღნიშნული მაჩვენებელი გარდაცვალებისა და დაშავების მხოლოდ დადასტურებულ შემთხვევებს წარმოადგენს და რეალური რიცხვი, სავარაუდოდ, გაცილებით მაღალია.