თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული ორი პირის - მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსის, გიგა გიგაშვილისა და ექსპერტ ვახტანგ ლონდარიძის საქმის განხილვა გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე ჩვენება ორმა მოწმემ - სამედიცინო ექსპერტებმა მისცეს. მათ მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების მიზეზებსა და სხეულის დაზიანებებზე ისაუბრეს.