"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს პარალელურად, ოპოზიციაში კვლავ პარტიების გაერთიანებაზე დაიწყეს საუბარი. ოპოზიციურ პარტიებში საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა.ზოგიერთი მათგანი თვლის რომ ნაციონალურ მოძრაობასთან გაერთიანების გარეშე ოპოზიცია უბრალოდ ვერ დაამარცხებს ქართულ ოცნებას, ზოგი კი არჩევნების შემდეგ ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის კოალიციაზეც საუბრობს.