ბიძინა ივანიშვილსა და Credit Suisse-ის შორის მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით ივანიშვილის ადვოკატები დღეის მდგომარეობით არსებულ ინფორმაციას ავრცელებენ.როგორც გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც Credit Suisse-ის შვილობილ კომპანიას ბიძინა ივანიშვილის ოჯახის სასარგებლოდ 607 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა,