საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირი რუსეთის გადაწყვეტილებას შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის შეწყვეტის შესახებ ცალსახად გმობს. მისი თქმით, შეთანხმების შეწყვეტით, რუსეთი ცალმხრივად ბლოკავს უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის ერთ-ერთ მთავარ გზას და მხოლოდ ის არის პასუხისმგებელი მსოფლიოში მარცვლეულის მიწოდების შეფერხებასა და გლობალურად სურსათის ფასების ზრდაზე.