სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, სამეგრელოს რეგიონში ლურჯი მოცვის ბაღი გააშენდა და სამაცივრე მეურნეობა მოეწყო. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორგაში კომპანიამ „გოლდენ ფარმს“ 16 ჰექტარზე მოცვის თანამედროვე ბაღის გაშენებისათვის პროგრამა „დანერგე მომავლის ფარგლებში 250,000 ლარის ოდენობით თანადაფინანსება მიიღო. კომპანიამ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობის მოსაწყობად 3.5 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.