ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ხელში ჩაგდების განზრახვა თითქმის ორი ათეული წლის წინ გამოაცხადა, მაგრამ გაფრთხილებები მისი აგრესიული ტერიტორიული ამბიციების შესახებ დასავლეთმა უგულებელყო, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის The Times-ისთვის მიწერილ წერილში წერს, რომელიც, გამოცემის ცნობით, საავადმყოფოდან, სადაც სააკაშვილი იმყოფება, მალულად გამოიტანეს.
სააკაშვილი წერილში წერს, რომ პუტინი არ მალავდა ტერიტორიის მიტაცების გეგმებს, როდესაც ისინი 2004 წელს კრემლში შეხვდნენ ერთმანეთს.
”ყველაფერი, რასაც ის ახლა აკეთებს, მეტ-ნაკლებად გარკვევით მითხრა ჩვენს პირველ შეხვედრაზე“, - წერს სააკაშვილი.
მისი თქმით, 2004 წელს კრემლში გამართული შეხვედრის შემდეგ ბერლინში გაემგზავრა ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებით თავისი შეშფოთების გამოსახატავად, მაგრამ გერმანიის კანცლერმა, გერჰარდ შროდერმა გულგრილობა გამოიჩინა.
„გასაკვირი არ იყო, რომ მან მაშინვე გამკიცხა პუტინთან“, - წერს სააკაშვილი.
მისი თქმით, 2008 წლის ომის შემდეგაც აგრძელებდა პუტინის შესახებ გაფრთხილებების გაცემას, მაგრამ რეგულარულად აიგნორებდნენ მას.
„როდესაც დასავლეთი გავაფრთხილე პუტინის შესახებ, უგულებელმყვეს, როგორც არასტაბილური, გამწარებული გიჟი“, - წერს ის.