სამხრეთ კორეაში წყალდიდობებისა და მეწყრის შედეგად 40-მდე ადამიანი დაიღუპა.
სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ჩრდილოეთ ხხუნჩხონის ცენტრალურ პროვინციაში მდებარე საავტომობილო გვირაბში, რომელიც წყალდიდობის დროს დაიტბორა, 13 ადამიანი დაიღუპა. სამაშველო ოპერაცია გრძელდება, მსხვერპლთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, იუნ სოკ იოლის თქმით, კლიმატური ცვლილებების გამო, მსგავსი ვითარება უფრო ხშირი გახდება და ქვეყანას მოქმედებათა პრაქტიკის გადახედვა მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ წყლით დატბორილ გვირაბში 15 მანქანა, მათ შორის ავტობუსიც ჩარჩა. 9 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, ხოლო 13 დაიღუპა. ამასთან, ბევრი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.