უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ არავის აქვს უფლება, რომელიმე ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება გაანადგუროს. მისი თქმით, ომის განმავლობაში რუსეთმა შავ და აზოვის ზღვებში ნავიგაციის თავისუფლება გაანადგურა და თავს დაესხა უკრაინის პორტებსა და მარცვლეულის ტერმინალებს.