ლანჩხუთში, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე კორპუსში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ლანჩხუთის მერის ალექსანდრე სარიშვილის განცხადებით, სავარაუდოდ, ორივე მათგანი ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად დაიღუპა. გარდაცვლილები 72 და 82 წლის ქალები იყვნენ. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება