ბელგიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალიდან ამოიღო. ფაქტს გამოხმაურებ მოჰყვა ქართულ ოპოზიციურ სპექტრში. ოპოზიციის ერთი ნაწილის შეფასებით, ბელგიის მთავრობის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსულ საქმეს აკეთებს და მათი მთავარი მიზანი ქვეყნისთვის ევროპული მომავლის წართმევაა. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი არც იმას გამორიცხავს, რომ ბელგიის შემდეგ მსგავსი გადაწყვეტილება სხვა ქვეყნებმაც მიიღონ და ამით ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლას საფრთხე შეექმნას.