ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, თამარ ტალიაშვილი, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და გარემოს დაცვის მომხსენებელთა ჯგუფის თავმჯდომარედ ერთხმად 46-ვე წევრი ქვეყნის მხარდაჭერით აირჩიეს. ამით საქართველოს წარმომადგენელი პირველად გახდა მომხსენებელთა ჯგუფის თავმჯდომარე. ფაქტს თავად ტალიაშვილი საამაყოდ მიიჩნევს და საქართველოს წარმატებად აფასებს.