ამერიკელი სენატორი, დენ სალივანი აცხადებს, რომ მომდევნო ათწლეულებში აზიაში ნატო-ს გაფართოება გარდაუვალია. აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრის თქმით, ნატო-ს ვილნიუსის სამიტზე სენატის დელეგაცია აზიის ქვეყნების ლიდერებს შეხვდა, რაც ნატო-სთვის ძალიან ძლიერი სიგნალია. სალივანმა აღნიშნა, რომ სენატის დელეგაციის წარმომადგენლების შეხვედრები ჩინეთის, სამხრეთ კორეის, იაპონიისა და ავსტრალიის ლიდერებთან გაიმართა.