თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე არაადამიანურ მოპყრობაში მსჯავრდებულ მეგის ქარდავას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის განაჩენს ასაჩივრებდნენ, რომლითაც ქარდავას სამი წლითა და ცხრა თვით პატიმრობა მიესაჯა. განაჩენის გამოცხადებას თავად ქარდავა არ ესწრებოდა.