პოლონეთში საქართველოს 4 მოქალაქე პედოფილიაშია ბრალდებული. არსებული ინფორმაციით, შუახნის კაცებმა ერთ-ერთ აუზში არასრულწლოვანები სექსუალურად შეავიწროვეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ერთ-ერთი დაზარალებულის დედამ დაცვის თანამშრომელი გააფრთხილა, რომ მის შვილს ავიწროებდნენ. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ადგილობრივებმა ქართველი ემიგრანტების ჩაქოლვა სცადეს. კადრები ინტერნეტში გავრცელდა