ევროკავშირმა ტუნისთან შეთანხმება გააფორმა, რომელმაც არალეგალური მიგრაცია უნდა აღკვეთოს. ევროკავშირსა და ტუნისს შორის ხელმოწერილი „სტრატეგიული პარტნიორობის“ შეთანხმება კონტრაბანდისტების და ადამიანის ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლას, სასაზღვრო კონტროლის გაძლიერებას, ვაჭრობის გააქტიურებას და ენერგეტიკის „გამწვანებას“ ითვალისწინებს. ტუნისში ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე ჩავიდნენ. ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ როდესაც საჭირო პირობები იქნება მიღწეული, ევროკავშირი მზადაა, ტუნისს მაკრო ფინანსური დახმარება აღმოუჩინოს.