რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება“ შეჩერდა. კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთთან დაკავშირებული შეთანხმებების ნაწილი არ შესრულდა. კრემლის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, მოსკოვი შავი ზღვის შეთანხმებების შესრულებას დაუყოვნებლივ დაუბრუნდება, მაშინ როდესაც „მარცვლეულის შეთანხმების“ რუსული ნაწილი შესრულდება.