ყირიმის ხიდზე განხორციელებულ თავდასხმაზე რუსეთში სისხლის სამართლის საქმე ტერორისტული აქტის მუხლით აღიძრა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამომძიებლები ტერაქტის ორგანიზებაში მონაწილე პირებს უკრაინის სპეცსამსახურებიდან და შეიარაღებული ფორმირებებიდან ადგენენ. რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები ინციდენტის ადგილას ოპერატიულ და საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებენ. მომხდარს გამოხმაურება მოჰყვა უკრაინის მხრიდანაც. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაზე აცხადებს, რომ ნებისმიერი უკანონო ნაგებობის არსებობა ხანმოკლეა. მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით უკანონო კონსტრუქცია, რომელიც რუსული მასობრივი მკვლელობის იარაღების მიწოდებისთვის გამოიყენება, დიდხანს ვერ იარსებებს.