კახეთში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების გარდა, ტელეკომპანია „ფორმულას" ერთ - ერთი დამფუძნებელი მიშა მშვილდაძე და ბიზნესმენი თემურ ჭყონია ესწრებოდნენ. დილიდან კომენტარები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზოციონერი დეპუტატების თქმით, სამუშაო შეხვედრაზე სხვადასხვა სოციალურ საკითხზე გამახვილდა ყურადღება. მმართველი პარტიის წარმომადგენლები კი კვლავ ოპონენტების მხრიდან რევოლუციური სცენარის დაგეგვმაზე ლაპარკობენ და აცხადებენ, რომ შეხვედრაზე მყოფი ადამიანები კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის წევრები არიან.