4 სექტემბრიდან საქართველოს 4 ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში გზებზე გამონაბოლქვის ინსპექტირების პროგრამა დაიწყება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელის, ნოე მეგრელიშვილის განცხადებით, ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები ქუჩებში იმოძრავებენ და ვიზუალურად ზედმეტი გამონაბოლქვის შემჩნევის შემთხვევაში, ავტომობილს შეამოწმებენ. ზღვრული ნორმების დარღვევის შემთხვევაში ფიზიკურ და იურიდიულ პირებს გარკვეული ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევთ.