წყნეთში 15 წლის მოზარდის დენის დარტყმის შედეგად გარდაცვალების ფაქტზე კომენტარი გააკეთა თბილისის მერმა კახა კალაძემ. მისი თქმით, 11 ივლისს, წყნეთში მომხდარი ტრაგედიის ადგილას უსაფრთხოების დასაცავად გამაფრთხილებელი ნიშნები იმიტომ არ არსებობდა, რომ სამუშაოები ჯერ დაწყებული არ იყო. მისივე განმარტებით, ადგილზე მოსამზადებელი სამუშაოები ზუსტად იმისთვის მიმდინარეობდა, რომ უსაფრთხოების ნორმები გათვალისწინებული ყოფილიყო.