საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი შეფასება გამოაქვეყნა. Fitch-მა რეიტინგი უცვლელად BB დონეზე შეინარჩუნა, ასევე უცვლელია ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი და ის კვლავ "პოზიტიურია".
ამასთან ორგანიზაცია 2023 წლის განმავლობაში ქვეყანაში 6.9%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. Fitch-ი აღნიშნავს, რომ ტურიზმის შემოსავლების, ასევე მიგრანტების დანახარჯებისა და გზავნილების მატების გათვალისწინებით, ლარს, პირველი კვარტლის განმავლობაში გამყარების მნიშვნელოვანი ტენდენცია ჰქონდა, რამაც 13% შეადგინა.
ამასთან, ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს ქვეყანაში მმართველობის ხარისხზე და აღნიშნავს, რომ საქართველო ამჟამად EU-სგან კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ელოდება, რისთვისაც 12 პრიორიტეტის შესრულება არის საჭირო.
ორგანიზაციის თანახმად, საქართველოს მთავრობის პოზიციამ რუსეთთან ურთიერთობების მიმართულებით, დასავლეთთან ურთიერთობების დაძაბვა გამოიწვია.Fitch-ი კვლავ მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკური აქტივობა მნიშვნელოვანწილად მიგრანტების ხარჯვით არის განპირობებული.