39-მდე გაიზარდა წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამხრეთ კორეაში - ცხედრების ნაწილი ერთ-ერთ ქალაქში მდინარის ჯებირის ჩამონგრევის შედეგად წყალქვეშა გვირაბში ნახეს. მაშველები და სამხედროები 9 დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ. დაშავებულია 30-ზე მეტი ადამიანი.სამხრეთ კორეაში წვიმები ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში ხუთშაბათს დაიწყო, ევაკუირებულია ათასობით ადამიანი. ტერიტორიიდან მცხოვრებლების გაყვანა ამ დრომდე გრძელდება.