საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიპოვი ეწვევა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 14:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაში ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოსა და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრების პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში შეხვედრა.