ავსტრიის ქალაქ გრაცში დასრულებულ ევროპის თასზე ახალგაზრდებს შორის საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა შეჯიბრების მეორე დღეს სამი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ ლუკა ბაბუციძე (81 კგ), მიხეილ ჯაფარიძე (100 კგ) და მძიმეწონოსანი შალვა გურეშიძე.
ევროპის თასის ფინალში ბაბუციძემ იტალიელი ალესანდრო ბელინი იპონით დაამარცხა, ჯაფარიძემ ნიდერლანდელ იუს სხელის ვაზარით სძლია, გურეშიძემ კი ფინალში თანამემამულე უჩა ტაბატაძეს მოუგო.
ბრინჯაოს მედლის მფლობელები ალექსანდრე ლოლაძე (81 კგ) და თამაზ კობერიძე (90 კგ) გახდნენ.
შეგახსენებთ, რომ პირველ დღეს ტურნირზე საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა ერთი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს – ტურნირის გამარჯვებული გიორგი ლოლაძე გახდა (73 კგ), ბრინჯაოს მედლებს კი თომა გელაშვილი (60 კგ) და ალეკო კასრაძე (66 კგ) დაეუფლნენ.
გრაცში დასრულებულ კონტინენტის თასზე ჩვენმა ახალგაზრდებმა ოთხი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედლით გუნდური პირველი ადგილიც დაიკავეს.