არასრულწლოვანი გოგონას გატაცების საქმეზე დაკავებულ 4 პირს, სავარაუდოდ, დღეს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ. შემთხვევა ფონიჭალაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი საკუთარმა ბიძაშვილმა, ცოლად მოყვანის მიზნით, ახლობლებთან ერთად მოიტაცა. შემთხვევა მათი საერთო ახლობლის ქორწილში მოხდა.