საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის ელჩს ელოდებიან. ელჩის უწყებაში დაბარება, კლინიკა „ვივამედში“ მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, რა დროსაც, ქართული მხარის ინფორმაციით, პოლონელმა ექიმმა ქვეყნის მესამე პრეზიდენტისაგან აღებული ნიმუშების გატანა მალულად სცადა. კერძოდ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, პოლონელი ექიმი მიხეილ სააკაშვილისაგან აღებული ნიმუშების გატანას ფეხსაცმლის საშუალებით ცდილობდა. უწყებამ შესაბამისი ვიდეოკადრებიც გაავრცელა