აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ აშშ ევროპულ ქვეყნებს ნებას მისცემს, დაიწყონ უკრაინელი პილოტების წვრთნები F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების გამოყენებაზე.
"დიახ, ჩვენ ამას გავაკეთებთ. პრეზიდენტმა აანთო მწვანე შუქი და ჩვენ დავუშვებთ, მხარს დავუჭერთ, ხელს შევუწყობთ და რეალურად უზრუნველვყოფთ ყველა საჭირო ინსტრუმენტს იმისთვის, რომ უკრაინელებს F-16-ებზე წვრთნები ჩაუტარდეთ, როგორც კი ევროპელები მზად იქნებიან“, - აღნიშნა სალივანმა.
მისი თქმით, ევროპელმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ მათ სჭირდებათ რამდენიმე კვირა წვრთნებისთვის მოსამზადებლად და რომ აშშ დააკმაყოფილებს ნებისმიერ ვადას, რომელიც მათ დაადგინეს.
„აშშ არ იქნება F-16-ებზე წვრთნების დაწყების უზრუნველყოფის დამაბრკოლებელი“, აღნიშნა ჯეიკ სალივანმა.
ცნობისათვის, გამოცემა Politico-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროპული ქვეყნები შეერთებული შტატებისგან ჯერ კიდევ ელიან უკრაინელების წვრთნის პროგრამის ოფიციალურ დამტკიცებას.