გიორგი კვერნაძემ ფროზინონეში სადებიუტო შეხვედრაშივე მოახერხა გოლის გატანა. მართალია, არაოფიციალურ შეხვედრაში, მაგრამ ეს მაინც აღსანიშნავი ფაქტია.ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდმა პრესეზონზე პირველი ტესტ-მატჩი სამოყვარულო მონდრაგონესთან ჩაატარა და 7:0 მოიგო. კვერნაძე მოედანზე 46-ე წუთზე გამოჩნდა, როცა ანგარიში 2:0 იყო, სადებიუტო გოლის გასატანად კი 7 წუთი დასჭირდა: 52-ე წუთზე მან მცველს გვერდი აუარა და მეკარეს აუღებელი დაურტყა.გიორგის ორი წუთით ადრეც ჰქონდა საგოლე შანსი, მაგრამ ახლო მანძილიდან არაზუსტად დაარტყა. 53-ე წუთზე კი მოიპოვა ჯარიმა, რასაც თავისი გუნდის გოლი მოჰყვა. სამწუხარო ისაა, რომ მატჩის მიწურულს ქართველი შემტევი ტრავმის გამო შეცვალეს. მას 62-ე წუთზე ჩაარტყეს და ექიმები დაეხმარნენ, მაგრამ 72-ე წუთზე დი ფრანჩესკომ შეცვალა, სავარაუდოდ, სიფრთხილის მიზნით. ჯერჯერობით, დაზიანების ხარისხი უცნობია.ფროზინონე მომდევნო ამხანაგურ მატჩს 19 ივლისს ფერენტინოს წინააღმდეგ ჩაატარებს, ხოლო სერია A-ს პირველ ტურში 19 აგვისტოს, ნაპოლის უმასპინძლებს. გიორგი კვერნაძე იტალიურ კლუბს 1-წლიანი იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა.