პოლონელი ექიმის ქმედებას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ანალიზის ნიმუშის ფეხსაცმლით გამოტანას ცდილობდა, ქართველი პოლიტიკოსები ეხმაურებიან. ხელისუფლების ოპონენტები მმართველი გუნდის მხრიდან კონსპირაციულ თეორიებზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ უცხოელი მედიკოსის ქმედებებში კანონდარღვევას ვერ ხედავენ. მმართველ გუნდში კი მესამე პრეზიდენტის ნიმუშის არაოფიციალური გზით გამოტანის მცდელობას ბიოლოგიური მასალის გაყალბებისა და მანიპულაციის მცდელობად მიიჩნევენ. “ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, რომ უცხოელმა მედიკოსებმა იუსტიციის სამინისტროსა და ქართველი მედიკოსების კეთილგანწყობა ბოროტად გამოიყენეს.