გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლესის განცხადებით, ის მთავრობას დატოვებს, როდესაც პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი სამთავრობო ცვლილებებს განახორციელებს. მედიის ინფორმაციით, სამთავრობო ცვლილებები სექტემბერშია მოსალოდნელი. ამასთან, ბენ უოლესმა განაცხადა, რომ მომავალ არჩევნებში, რომელიც მომდევნო 18 თვის განმავლობაში უნდა ჩატარდეს, საკუთარ კანდიდატურას აღარ წამოაყენებს. ცნობისათვის, ბენ უოლესს გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის პოსტი 4 წელია უკავია.