გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრაზე ტაძარში არსებულ მდგომარეობას და დაგეგმილ სამუშაოებზე ისაუბრეს. პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიოს თქმით, რეაბილიტაციაში ახლა ჩართული არიან სპეციალისტები, რომლებიც საუკეთესო შედეგს დადებენ. კითხვაზე - დაგვიანებული რომ არ არის საპატრიარქოს ჩარევა? - მეუფე შიო პასუხობს, რომ „რაღაც დროულია, რაღაც დაგვიანებული“.