სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტი, იუნ სოკ იოლი ოფიციალური ვიზიტით კიევში ჩავიდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებს გამართავს.
Reuters-ის ცნობით, ვიზიტი მოულოდნელად დაიგეგმა.
მანამდე სამხრეთ კორეის ლიდერი ვილნიუსის ნატო-ს სამიტსა და პოლონეთში იმყოფებოდა, სადაც უკრაინისადმი სოლიდარობა გამოხატა და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერის საშუალებები განიხილა.
შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეას, როგორც აშშ-ს მოკავშირეს და იარაღის მზარდ ექსპორტიორს, შეუძლია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენა, მაგრამ ამას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეწინააღმდეგებოდა და აქცენტს ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებაზე აკეთებდა, რადგან რუსეთის მხრიდან ჩრდილოეთ კორეაზე შესაძლო ზეგავლენის განხორციელებას შიშობდა.