ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის საუკეთესო გოლის გამოსავლენ გამოკითხვაში, რომელიც უეფამ გულშემატკივართა შორის ჩაატარა, ზურიკო დავითაშვილის შედევრი მეორე ადგილზე გავიდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემტევმა ეფექტურად ტურნირის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში ნიდერლანდებს გაუტანა (1:1) და რამაზ სვანაძის გუნდს ქულის მოპოვებასა და A ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაში დაეხმარა. ზურიკომ ლამის მოედნის ცენტრიდან ნიდელანდელების კარამდე ისე იარა, მეტოქე გუნდის ნახევარი ჩამოიცილა და ბოლოს მეკარეს კუთხეში ზუსტადაც დაარტყა.
აღსანიშნავია, რომ მანამდე უეფამ თავის ოფიციალურ საიტზე U21 ევროს საუკეთესო გოლების ათეული გამოაქვეყნა და იქ ზურიკოს გოლი მესამე ადგილზე აღმოჩნდა. საიტის ექსპერტებისა და გულშემატკივრების შეფასებები განსხვავებული არამხოლოდ დავითიშვილის გოლთან მიმართებაში აღმოჩნდა.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპირველობის ჯგუფური ეტაპი დაუმარცხებლად განვლო (მოგება პორტუგალიასთან, ფრეები ბელგიასა და ნიდერლანდებთან), მეოთხედფინალში კი ისრაელთან პენალტების სერიაში დამარცხდა. ტურნირის გამარჯვებული ინგლისის ახალგაზრდული ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალში ესპანელ თანატოლებს მინიმალური ანგარიშით მოუგო.