სამხრეთ კორეაში წყალდიდობაა. უხვმა ნალექებმა ქვეყანაში მდინარეების კალაპოტიდან გადმოსვლა და რამდენიმე ადგილას მეწყრის ჩამოწოლა გამოიწვია. BBC-ის ინფორმაციით, წყალდიდობას ქვეყანაში სულ მიცრე 7 ადამიანი ემსხვერპლა, ათასობით პირი კი იძულებული გახდა საცხოვრებელი დაეტოვებინა. სტიქიურმა უბედურებამ ქვეყანაში ელექტროგადამცემი ხაზებისა და საავტომობილო გზების დაზიანება გამოწვია.