თურქეთში, სამხრეთ-დასავლეთის პროვინციაში, მილას-ბოდრუმის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად ტყეში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლის ჩაქრობას თურქეთის საჰაერო და სახმელეთო ძალები ცდილობენ. ხანძარი აეროპორტისკენ მიმავალ გზაჯვარედინზე ტყის ტერიტორიაზე გაურკვეველი მიზეზით გაჩნდა. რაიონში ჰაერის ტემპერატურა ახლა 43 გრადუსს აჭარბებს. ხანძრის ჩაქრობაში სულ მცირე 300 მეხანძრე, შვიდი ვერტმფრენი, სამი თვითმფრინავი და რამდენიმე სახანძრო ბრიგადა მონაწილეობს.