უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ხუთი მიმართულებით მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. მათივე ცნობით, უკრაინული ჯარი კონტრიერიშის მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით აწარმოებს, ხოლო რუსი სამხედროების მთავარი ძალისხმევა კი ლიმანისა და ბახმუტის მიმართულებით არის კონცენტრირებული, სადაც მძიმე ბრძოლები გრძელდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში სულ 32 საბრძოლო შეტაკება მოხდა.